მსახიობი ლაშა გურგენიძე გრაფიკოს-დიზაინერ თაკუნა მჭედლიშვილზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ბაზალეთის ტბაზე გადაიხადა. ისინი შეყვარებულები 6 წლის განმავლობაში იყვნენ, ხელი კი გურგენიძემ თავის მომავალ მეუღლეს პირდაპირ ეთერში სთხოვა.
„ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო“? – ჰკითხა ლაშა გურგენიძემ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში თაკოს და რა საკვირველია თანხმობაც მიიღო.
ხელის თხოვნიდან რამდენიმე თვეში წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.