სუხიშვილების ლეგენდარული ოჯახის მემკვიდრეს, უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.
ქორეოგრაფი დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.
დაზუსტებული დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მრავალი ვერსია და ჭორი ითქვა. თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ვერსიები, რომ კონცერტის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებული გვანცა სასტუმროს ჰოლში სიგარეტის გამო ჩავიდა. მას სწორედ სიგარეტის შეძენა სურდა, მაგრამ სასტუმროში ვერ შეძლო, რის გამოც კაფეში წასვლა მოუწია. 300 მეტრი უნდა გაევლო, რა დროსაც მათ მძარცველები დაესხნენ და იარაღის მუქარით ფული სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცას მეუღლეც გადაეფარა და მეორე მხრიდან მეგობარიც, მაინც მოხვდა ტყვია. ტაქსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ მათი პუბლიკ პოლიცია ანუ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ. დამნაშავეებს რა ბედი ეწიათ უცნობია… მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა.