სოციალურ ქსელში საქართველოში 20 წლის შემდეგ დაბრუნდებული ემიგრანტი დედის ემოციური ვიდეო ვრცელდება. ეკატერინე თათელიშვილი უკვე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„დამთავრდა ჩემი 20 წლიანი ემიგრანტობა… ჩამოვედი ჩემს სახლში… ამაზე ვოცნებობდი 20 წელიწადი – დილით აქ ყავა დამელია… ამ ოთახში ჩემს შვილებს სძინავთ. ღმერთო ყველა ემიგრანტ დედას აუსრულე ოცნებები, ისე როგორც მე ამისრულე“, – ამბობს ეკატერინე ვიდეოში.