მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან, ლევ ძენგოვთან ერთად საქართველოში ისვენებდა.
წყვილი კახეთს, კერძოდ, სიღნაღს ესტუმრა.
საქართველოში ძენგოვის სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამზან კადიროვის მეგობარი მის შესახებ აგორებულ სკანდალს შემდეგი ანდაზით გამოეხმაურა: „აი, რას ამბობს ხალხი უმეცრებაზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“
ცნობისთვის, ქეთა თოფურიას ქმრის საქართველოში სტუმრობას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „საქართველომ რუსეთთან ფლირტი უნდა შეწყვიტოს“.
წყვილმა საქართველო, სავარაუდოდ, უკვე დატოვა.