ანუკი არეშიძის დაბადების დღის წვეულება

დიზაინერი ანუკი არეშიძე 31 წლის გახდა. დაბადების დღის წვეულება მან წყნეთში, საკუთარი აგარაკის ეზოში მოაწყო.

რაც შეეხება ანუკის დაბადების დღის სტილს, მან ვინტაჟური ვარცხნილობა შეარჩია და აბრეშუმის კაბაზე შეაჩერა არჩევანი, რომელშიც გამოკვეთილი იყო ქალური ელემენტები და ვიზუალს საოცრად რომანტიკულ იერს სძენდა.

დიზაინერმა „ინსტაგრამის“ გვერდზე მეუღლესთან, კახა კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოების კომენტარებში კი მან გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.

„მადლობა ყველას დაბადების დღის კეთილი სურვილებისთვის. დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი იმის შეხსნებაა, თუ რა შესანიშნავი მეგობრები, ოჯახი და ადამიანები მყავს. ღმერთი გფარავდეთ. აქ არის ჩემი შესანიშნავი ქმარი, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა“, – წერს ანუკი.