ჟურნალისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალური ქსელით, თამარ ივერს ეხმაურება:
“თამარ ივერმა მარტვილის კანიონში შესასვლელი ფასები გააპროტესტა. მართლაც მაღალი ფასები საქართველოს კვალობაზე.
ბევრი ქართველისათვის ძვირია 26 ლარი.
ხალხი კი ლანძღავს ივერს და მაგალითად ევროპის ფასები მოჰყავთ.
საცვალგამოხეულ ქართველები ევროპის ფასებს ადარებენ და ავიწყდებათ რომ მათი ხელფასით ხონის ბაზრობაზეც კი ვერ მიდიან.
ჰოდა, სანამ ამდენი ჩლუნგი ეყოლება ამ ქვეყანას ჩინოვნიკებიც სისხლის წოვას გააგრძელებენ და ქვეყანაც სულ ნეხვში იქნება ჩაფლული.
თამარ, შენ პრომეთეს ფასები არ გინახავს. აი, იქ რომ ნახავ შენი კივილი უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე სცენაზე”