კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ნინო გიორგობიანს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ ოპონენტების ბრალდება „შაქარაშვილის საქმეში“ დაზარალებულთან, ფოტოგრაფ იაკობ ბერგვაძესთან არსებული ნათესავური კავშირები თემას აცდენილია და სინამდვილეში არანაირი არგუმენტს არ წარმოადგენს.
„ვინც იცნობს ნინოს ყველამ კარგად იცის მისი პრინციპული ხასიათი?! სიმართლეზე წინ არაფერს და არავის დააყენებს ვინც არ უნდა იყოს ის. მორჩით თქვე მართლა ჯალათებო, მკვლელებო, კრიმინალებო ამ გაუბედურებული ოჯახით და ამ ბავშვით სპეკულირებას. მე ძალიან კარგად ვიცი ოჯახის აზრი და ოჯახმა იცის სიმართლე. ასე რომ დაწყნარდით და დაანებეთ თავი უდანაშაულო ადამიანების გასვრას. თქვენ ბინძურ წარსულს მიხედეთ თქვენსას. წერტილი.“– წერს ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავამ განცხადება გაავრცელა. კუპრავას თქმით, ნინო გიორგობიანი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშავილის გარდაცვალების საქმეში არსებული ერთ-ერთი პირის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ნათესავია. თუმცა, აღნიშნული ფაქტი კონკრეტულ საქმეში არანაირ ღირებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს, რადგან იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულად ცნეს.