ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality ეს კაცი არის ავადმყოფი, ავადმყოფს მკურნალობენ საავადმყოფოში და არა კაბინეტში. უმკურნალეთ ამ კაცს, არ გეცოდებათ? ეს კაცი თქვენც ხომ იცით, რომ გამოკეტილია თავის სახლში, სულ სვამს, სულ არაფხიზელ მდგომარეობაში რომ არის?! მთვრალი დაუჯდება საჭეს, ლეწავს ხალხის ქონებას, ერთს, ორს, სამს, აბრალებს შვებულებაში მყოფ მოადგილეს, ეს ისევ შევარდება თავის ოთახში და აგრძელებს მარტო გრიალს, ტერენტი გრანელის წიგნებთან ერთად და ტერენტის უჭახუნებს სავსე ჭიქებს… ანუ ამით რისი თქმა მინდა, ავადმყოფმა უნდა იმკურნალოს, მკურნალობა არ არის სირცხვილი, სირცხვილია ის რასაც ეს თქვენი მერი აკეთებს…
ეხლა არ მითხრათ ღვინო დაწურა, გასინჯა და დათვრაო… ან კიდევ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ნერვიულობს და მაგიტომ სვამსო… ან ტერენტი გრანელთან ერთად საქართველოს გადარჩენის გეგმას წერსო.
ტიპი, სულ არაფხიზელ მდგომარეობაშია და როდის მართოს? ეს არის სირცხვილი…წესით სამი წლით მართვის მოწმობა უნდა ჩამოართვათ ამ კაცსს, სანამ ვინმეს გააუბედურებს, მანამდე უნდა მოუგვაროთ ეს ამბავი…
ოქრო, ბლოკი მომიხსენი და შენ იგრიალე სხვა საქმე მაინც არ გაქვს და მეტი რა დაგრჩენია… “