თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ყალბი ინფორმაცია კეთდება ასე-იღებ 4 წლის წინანდელ კლიპს, ტვირთავ თავიდან იუთუბზე, უწერ სათაურში სასურველ კონტექსტს, აზიარებ ჯგუფებში, პოულობ მედიის წარმომადგენლებს მეგობრებში, უგზავნი ლინკს ტექსტით: „უი, ნახე ახალი კლიპი დაიდო“…
გადახედეთ ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლების ფბ კედელს და თუ დაგავიწყდათ, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მათი მმართველობის უნიკალური სტილი- „ტყვილი, ტყვილი, პაპიროსი პირში“.
პ.ს ფრთხილად, კვამლი არ გადაგცდეთ!”
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გაავრცელეს ბერა ივანიშვილის ძველი სიმღერა “ავტოგოლი” და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟს კახა კალაძესთან დაეძაბა ურთიერთობა.