მსახიობი მაია შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სიკვდილივით მეშინია ახალი კვირის დადგომის. ნაქირავები ფართის დაცლა უნდა დავიწყო. თავის დროზე დიდი წვალებით გადმოვიტანე ამ უბადრუკ საცხოვრებელში 65 წლის ოჯახის ნივთები და საოჯახო ბიბლიოთეკა (3000 წიგნი). არ ვიცი ან სად უნდა წავიდე ან როგო უნდა გადავიტანო ეს ყველაფერი. რატომღაც ძალიან ცოტა ბინებია გასაქირავებელი და ისიც გაცილებით ძვირად, ვიდრე ჩემი გაჭირვება გაწვდაბა. არც ამ ნივთების გადასატანი თანხა მაქვს, არც ახალი ქირის წინასწარ მისაცემი ორი თვის საფასური. ეგ კი არა, თეთრი რა არის, ისიც არ შემომრჩა ადამინების იმ მცირე დახმარებიდან, რაც თავად მოიკლეს (ღმერთმა ბევრი მისცეთ!). საშინელი თვეები დგას, ყველა არჩევნებს შესცქერის და ირგვლივ ყველაფერი მკვდარია! არა და ცხოვრება არ ჩერდება, თავის გზით მიდის და თუ ამ გზაზე ჩაიჩოქე, მეტროს ექსკალატორივით დაგამტვრევს და შეიძლება სულიც ამოგხადოს… უკვე ვბარბაცებ და აღარ მგონია მოვახერხებ თუ ვერა საყრდენს ხელი წავავლო…”