“თქვენი დეზერტირი პაპების დაჩირქებული კიდურებიდან გადმოსული სიბინძურით ხართ ნაკვები!”

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მძინარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მის ძველ ფოტოს ავრცელებენ, სადაც მას მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად გეორგიევსკის ლენტი უკეთია.

„ნაცსექტანტებმა ახლა ეს ფოტო ამოიჩემეს, თითქოს საიდუმლო წყაროებით მოიპოვეს!

დიახ, მე პატივს ვცემ დიდ სამამულო ომში დაღუპული პაპაჩემის და მისი ძმების, 700 ათასი ქართველის თავდადებას და 350 ათასი შეწირული ვაჟკაცის ხსოვნას!

დიახ, პაპაჩემი ომში იბრძოდა სამშობლოსთვის და ოჯახისთვის!

თქვენ კი დეზერტირი პაპების დეზერტირი შვილიშვილები ხართ და ამიტომაც ებრძვით იმ ომში დაღუპული გმირების შთამომავლობას!

თქვენ თქვენი დეზერტირი პაპების დაჩირქებული კიდურებიდან გადმოსული სიბინძურით ხართ ნაკვები და ამიტომაც გეზიზღებათ ყველაფერი ქართული!

ასე ჩაიხრჩობით თქვენი დეზერტირი პაპების ჩირქში, ოქტომბერში კი ქართველი ხალხი დეზინფექციას ჩაატარებს და საბოლოოდ მოგასუფთავებთ საქართველოს პოლიტიკური სხეულიდან, რომელსაც პარაზიტებივით მოედეთ!“- წერს მძინარაშვილი.