“34 წლის იყო, ქუჩაში მიდიოდა და მანქანამ დაარტყა”

მსახიობი, ნინო მუმლაძე გადაცემა “სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო, სადაც მან მამის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

“მამაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო, 34 წლის, უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა და მანქანამ დაარტყა. მანქანის საჭესთან იჯდა 17 წლის ბიჭი, რომელმაც მამის მანქანა მოიპარა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პასუხისგებაში არც მიეცა ეს ბიჭი, მაგრამ ამ ბიჭის ციხეში ჯდომით მამას არავინ გამიცოცხლებდა. 90-იანი წლები იყო, ეს ბიჭი პოლიციელის შვილი აღმოჩნდა…“, – ამბობს მსახიობი.

მსახიობმა ექიმების მიერ ჩადენილ დანაშაულზეც ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც მამამისი გარდაცვლილი იყო ექიმები მის ოჯახს ფულს სძალავდნენ.
“ადამიანს, რომელიც დამნაშავე იყო მამაჩემის სიკვდილში იმას უფრო ვაპატიებ, ვიდრე ექიმებს!“, – განაცხადა მსახიობმა.