თეა თუთბერიძე ერთ-ერთი გამონაკლისია, ვინც სასსჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ თუთბერიძე ფეისბუქში წერს:
“ჭაკუა და სხვა დანარჩენები ქურდულ და კრიმინალურ სამყაროს რომ ებრძოდნენ საკუთარი და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების რისკის ფასად, თქვენ მაშინ მშვიდად გეძინათ სახლებში მათივე წყალობით! მეტს აღარ გავაგრძელებ გასაგები მიზეზების გამო! ხო და კიდევ აბა რა კითხვები არსებობდა იქნებ ჩამოწეროთ!
P.S. კიდევ კარგი რომ მანდ არ ვარ თუ არა მომიწევდა ამ სისულეებზე პასუხის გაცემა სხვანაირად და ქოცების გახარება ამ წინასაარჩევნოდ”- წერს თუთბერიძე.