როგორ გრილდებიან სიცხისგან შეწუხებული გურული ბავშვები

ინტერნეტმომხმარებელი, მაგდა ქარჩილაძე, სოციალურ ქსელში ოზურგეთში, სოფეელ ზვანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,ზაფხული 2020. ოზურგეთი, ზვანი. ჟორიკა და ბაღნები”.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ზაფხულის ცხელ დღეებში, მაშინ როდესაც ტემპერატურა ყოველდღიურად იმატებს და უახლესი ამინდის პროგნოზის მიხედვით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსსაც მიაღწიოს, გურულმა ბავშვებმა გაგრილების მარტივი და ტრადიციული საშუალება მოძებნეს.