ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამბავს, ამ თემის ირგვლივ ბოლო პერიოდში მედიის მხრიდან გაჟღერებულ უამრავ ვერსიასა, თუ სიუჟეტების შინაარსს და ე.წ. ოპოზიციის მხრიდან საქმის გაპოლიტიზების მცდელობას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება:
„თურმე რისთვის სურთ ამ ბავშვის ტრაგედიის გამოყენება. ერთსა და იმავე რესპოდენტს ასჯერ დაუსვეს კითხვა ხორავას ქუჩის საქმესთან მსგავსებაზე. ახლა შოთაძე მიაბეს, თითქოს ხელს უშლის ძიებას.
შემდეგი ნაბიჯი იქნება პროცესების პარლამენტში გადატანის მცდელობა. ესაა მიზანი.
ტრაგედია არავის ადარდებს.
იძახიან გამოძიება არაფერს აკეთებსო და გამოძიების მასალებს ტელევიზიებში აფრიალებენ.
დღეს გარდაცვლილის ფოტომასალები გამოფინეს, როგორც “ექსკლუზიურად მოპოვებული”.
კარგად იციან, რომ ასეთი საქმეების სწრაფად “გამოძიება” შესაძლებელია, თუ დაკავებულებს ცემაში ამოხდი სულს, მათზე განახორციელებ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის ზეწოლებს და ვინმეს გატეხავ. ან დაკავებულებმა დაიწყონ გამოძიებასთან თანამშრომლობა.
ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, საჭიროა სერიოზული საგამოძიებო პროცედურები: დაკითხვები, დაკითხვის მასალების ანალიზი, ვერსიების წამოყენება და მათი განვითარება, მტკიცებულებათა შეგროვება, უამრავი ექსპერტიზა და სხვა.
კარგად იცით, თქვენვე აჩვრნებთ, რომ აღებულია გრუნტის სინჯები, შეგროვებულია სხვადასხვა ნივთები, მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა, მიმდინარეობს დაკითხვები, ვიდეომასალების დამუშავება და ანალიზი.
ხელზე გაქვთ დახვეული, რატომ იმავე ღამით არ დაიწყეს ეს მოქმედებებიო. კი ბატონო. ჯერ დაველოდოთ რას გაარკვევენ. შესაძლოა ისეთი შედეგი დაიდოს, რომ ყველა გაგვაოცოს, შესაძლოა კი პირიქით, – ყველა აღგვაშფოთოს.
როცა ურემი გადაბრუნდება, ყველანი ცხრაჭკუაშვილები ვართ. იმ ღამით ვინმემ იცოდა, რომ ვინმე გარდაცვლილო იყო? როდის გაცხადდა? როდის იპოვეს?
ხომ კარგად იცით, რომ ყველა ელოდება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპერტიზას, რომელიც გამოძიებას პასუხს გასცემს კითხვაზე რამ გამოიწვია გარდაცვალება.
ახლა ექსპერტიზის ბიუროს მისდგნენ (თავისავე შექმნილს). ცხრა ბიირო რომ გვქონდეს, ამ კონკრეტულ სამუშაოებს, მაინც დრო სჭირდება. დაელოდეთ, რამდენიმე დღე დარჩა მის დასრულებამდე.
იცით ეს ყველაფერი და ტელევიზია მაინც აკეთებს განცხადებას: “ჩვენ დიდხანს ველოდეთ, არ ვაკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს, ახლა კი დროა საქმეში პოლიტიკოსები ჩაერთონ”.
აქამდე ხომ რას ამბობთ, პოლიტიკური არ იყო?!
აი ესაა შეურაცცმყოფელი, როცა ბრბოდ გთვლიან და ცდილობენ თავიანთი ერთუჯრედიანი, წინასწარ დაგეგმილი სცენარი, საზოგადოების მოთხოვნად შემოგატენონ.
თორემ მედიამაც უნდა განიხილოს და საზოგადოებამაც. ოღონდ ეს განხილვები რაღაც მორალის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს და ემსახურებოდეს საზოგადოების, ვითარების გაჯანსაღებას.
გამოძიების პირველ შედეგებამდე, ამ თემას აღარ ვეხები. იმედი მაქვს სამართალი დადგება. ვისაც ჭირისუფალზე და მთელ საზოგადოებაზე მეტად შეგტკივათ გული, დაიმშვიდეთ ნერვები.“ – წერს ამირან სალუქვაძე.