„სირცხვილი შენ, მაპოვნინეთ აზრები და სიტყვები, ალბათ ძალიან დავაგვიანეთ“

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე კალათბურთელ თორნიკე შენგელიას აკრიტიკებს.

საქართველოს კაპიტნის გადაწყვეტილება, რომ მოსკოვის ცსკა-ში ითამაშოს, მისთვის გაუგებარია.

სირცხვილი შენ, მაგის მხოლოდ გაფიქრებისათვაც კი. 

სამშობლო უყვარს, მაგრამ მისი სამშობლოს დამაქცევარი მოსკოვის ცსკა-ს ღირსება რომ არ დაიცვას, ეგეც არ შეუძლია. ძალიან უნდა ასახელოს მოსკოვი. პატრიოტიზმიც როგორ მახინჯად ესმით.  ცსკა ხომ იცით, რას ნიშნავს? რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბია და იქ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა?

გთხოვთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ სიტყვები, აზრები, არგუმენტები ამ უმარტივესი ჭეშმარიტების ასახსნელად: ჩემს ძმებს ვუმტკიცებ, ვინც ჩვენს ოჯახს ერთადერთი სახლი დაგვინგრია, გამოგვყარა, გვცემს, ძმები მოგვიკლა, გვხოცავს და შეურაცხგვყოფს, იმასთან ნუ დადიხართ წვეულებაზე, ნუ სხდებით სუფრასთან, ნუ უმღერით, ნუ უცეკვებთ და ნუ თამაშობთ მათთან- მეთქი და ვერაფერი შევაგნებინე. მეუბნებიან, ის სხვა რამეა და ჩვენი ცეკვა-თამაში სხვაო. სად ვიპოვოთ სიტყვები, აზრები და მაგალითები ამის კიდევ ასახსნელად? ალბათ, ძალიან დავაგვიანეთ“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.