კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელიქეთა გაბუნია მარტა ბარამიძის უმძიმეს ისტორიას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ გაიგო. როგორც მარტამ აღნიშნა, მასზე სექსუალური ძალადობა 16 წლის ასაკში სცადეს. მან მოძალადის სახელიც გაამხილა – მისი ინფორმაციით, ის პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძეა…
ქეთა გაბიანი წერს, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ ხმა არავინ ამოიღო და დამნაშავის დასასჯელად არაფერი მოიმოქმედეს, რაც არასწორია.
“1 კვირა გავიდა საზარელი ამბის მოსმენიდან, რომელიც მართა ბარამიძემ გამოიარა. 1 კვირაა, ველოდები რეაქციას, ვინ ამოიღებს ხმას, რას მოვიმოქმედებთ. ჩვენი პასუხი დუმილი აღმოჩნდა და ეს დუმილი ყველაზე არასწორია, რაც ახლა შეიძლება ხდებოდეს.
ჩვენ ვამბობთ, რომ კლუბების, ფესტივალების და მთლიანად ელექტრონული მუსიკის არსი ზრუნვა, გაზიარება და უსაფრთხოებაა. ამაზე დგას ეს კულტურა და ჩვენს შორის არიან თურმე ადამიანები, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და ამაზე ხმას არ ვიღებთ. მართა stay strong! ბოდიში, რომ ყველა ერთხმად არ ვკივით შენს დასაცავად” – წერს ქეთა გაბიანი.