თიკა ჯამბურია „ღამის შოუს“ ქალიშვილთან, ნინა ხოფერიასთან და ძაღლებთან ერთად ესტუმრა.
ნინა ხოფერიამ აღნიშნა, რომ ბავშვობაში ვეტერინარობა უნდოდა, რადგან დედამ ძაღლები შეაყვარა, მაგრამ ახლა ხედვა შეიცვალა:
„ხატვა მიყვარს ძალიან. მინდა, გრაფიკული დიზაინერი გამოვიდე…“
როგორც ნინამ თქვა, სიმღერა დიდად არ უყვარს.
თიკა:
„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ხასიათით. მე მიყვარს სცენა, ხალხმრავლობა, გამოჩენა. ნინას – პირიქით. ხანდახან ვეკითხები, მე ვარ დედაშენი თუ შენ ხარ დედაჩემი-მეთქი, იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს. აქაც ხვეწნით მოვიყვანე…“