„ხანდახან ვეკითხები, მე ვარ დედაშენი თუ შენ ხარ დედაჩემი-მეთქი, იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს…“

155

თიკა ჯამბურია „ღამის შოუს“ ქალიშვილთან, ნინა ხოფერიასთან და ძაღლებთან ერთად ესტუმრა.

ნინა ხოფერიამ აღნიშნა, რომ ბავშვობაში ვეტერინარობა უნდოდა, რადგან დედამ ძაღლები შეაყვარა, მაგრამ ახლა ხედვა შეიცვალა:

„ხატვა მიყვარს ძალიან. მინდა, გრაფიკული დიზაინერი გამოვიდე…“

როგორც ნინამ თქვა, სიმღერა დიდად არ უყვარს.

თიკა:

„ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ ხასიათით. მე მიყვარს სცენა, ხალხმრავლობა, გამოჩენა. ნინას – პირიქით. ხანდახან ვეკითხები, მე ვარ დედაშენი თუ შენ ხარ დედაჩემი-მეთქი, იმდენად სერიოზულია, სულ რაღაცას მარიგებს და შენიშვნებს მაძლევს. აქაც ხვეწნით მოვიყვანე…“