თათო გოგოლაშვილი საკმაოდ აქტუალურია სოციალურ ქსელებში, როგორც „ფეისბუქზე“, ისე „ინსტაგრამზე“. ვფიქრობ, ქველმოქმედება, რომელიც მის დაბადების დღეს უკავშირდება, ნამდვილად მისაბაძია, რადგან ამ დღეს მეგობრებთან სასიამოვნო დროც გაატარა და პარალელურად, სირიასა და თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებსაც დაეხმარა. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოდან კი ვიგებთ, რომ მეგობრისგან საოცრად ორიგინალური საჩუქარი მიიღო – მას ახლა საკუთარი სახელობის ვარსკვლავი დაჰნათის თავზე. როგორც თავად ამბობს, ეს მან დაიმსახურა. ყოველ ღამით ცაში იყურება და ვარსკვლავიც უღიმის. თათოს ჰყავს უმცროსი, 16 წლის და – ანა ჩხეტია, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ანა ბავშვობიდან საკმაოდ გამორჩეული გარეგნობისაა. ის „ბაქსვუდის“ სკოლაში სწავლობს.
თათო გოგოლაშვილი: ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და კარგი ხასიათის ბავშვი ვიყავი. სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი და უნივერსიტეტშიც წარმატებული სტუდენტი ვიყავი.
– როგორც ვიცი, ბავშვობიდან გემოვნებიანი ჩაცმით გამოირჩევი, გიყვარს ფერების შეხამება. რატომ აირჩიე ჟურნალისტიკა და არა დიზაინერობა მომავალ პროფესიად?
– კავკასიის უნივერსიტეტში დავამთავრე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი. ახლა მაგისტრატურაში ჩაბარებას ვაპირებ. ზოგადად, კარგი ხედვითა და აღქმით გამოვირჩევი. მიყვარს გემოვნებიანად ჩაცმა და ყოველთვის განსხვავებულად მეცვა. სხვათა შორის, მომწონს ბრენდული ტანსაცმელი. ვცდილობ, ხშირად შევიძინო ქართველი დიზაინერების სამოსი. ქართული ბრენდების ტანსაცმლის მოდელიც ხშირად ვარ. ერთი პერიოდი მინდოდა დიზაინის კუთხით წასვლა. მამა ადრე გარდამეცვალა და მამობა თბილისში საუკეთესო
– თათო, წელს, შენს დაბადების დღეზე, საოცარი ქველმოქმედების საღამო მოაწყვე. იქნებ ამაზე მოგვიყვე?
– ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ, თუმცა სენსიტიური ვხდები, როცა საქმე ბავშვების გაჭირვებას ეხება და ვცდილობ, დავეხმარო. პირველი ჩემი ქველმოქმედება იყო უკრაინელი ბავშვებისთვის გადარიცხული თანხა. მინდოდა, ისეთი დაბადების დღე მომეწყო, რომლითაც მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს დავეხმარებოდი. 26 წლის იუბილეზე წვეულება საკუთარ სახლში მოვაწყვე. მოწვეული მყავდა მეგობრები და იმ ომის ფონზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, უარი ვთქვი „აქსის თაუერსის“ 36-ე სართულზე „პულმან ბარის“ დახურვაზე და ივენთის ჩატარებაზე. სახლში, დაბალ ხმაზე იყო მუსიკა ჩართული და ასე გავერთეთ მეგობრები. გავაკეთე „ჩერითი“ ყუთი, უფრო სწორად, კონვერტი და შემოწირული თანხა სრულიად ჩაერიცხათ მიწისძვრით დაზარალებულ, სირიელ და თურქ ბავშვებს. ვინც ვერ მოვიდა, თანხა ჩამირიცხა და მეც დავამატე, თურქეთის საელჩოს ანგარიში გამოვართვი და შეგროვილ, საკმაოდ სოლიდურ თანხას თურქეთის დახმარების ფონდში გადავრიცხავ. ჩემი დაბადების დღის საღამო კი ლამაზი ფეიერვერკით დასრულდა.
– მეგობარმა ორიგინალური სიურპრიზი გაგიკეთა და ახლა ცაში შენი სახელობის ვარსკვლავი ანთია. ეს როდის მოხდა?
– ალბათ, უყურებ შენს ვარსკვლავს ცაზე და ბევრს ოცნებობ. რა არის შენი ცხოვრების მიზანი?
– არა, უფრო მიზანდასახული გოგო ვარ, ვიდრე მეოცნებე. ჩემი ცხოვრების მიზანია, ვიყო წარმატებული და გამომდიოდეს, რასაც დავგეგმავ. მაქსიმალურად ვიხარჯები, ვშრომობ, რომ ვიყო რეალიზებული და დასახულ მიზნებს მივაღწიო. ამაში იღბალიც მეხმარება. ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ და ვაღიარებ, ძალიან მსიამოვნებს. ჩემი უახლოესი მიზანია მაგისტრატურაში ჩაბარება და ჩემი საკუთარი ბიზნესის დაწყება.
– თათო, გყავს ერთი დაიკო, რომელიც შენზე უმცროსია და ძალიან გიყვარს. თუ ითვალისწინებს შენს, უფროსი დაიკოს, რჩევებს?
– ჩვენ შორის ათი წელია განსხვავება. ხუჭუჭა, ქერათმიანი დაიბადა. მისმა დაბადებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დედა მუშაობდა და ანას ხშირად მიტოვებდა. ძალიან მიყვარს. 16 წლისაა და „ბაქსვუდის“ სკოლაში სწავლობს, რომელიც მე დავამთავრე. პროფესია ჯერ არ აურჩევია. საოცრად ლამაზი და ნიჭიერი გოგოა. არ მითქვამს მისთვის, მაგრამ გამიხარდება და მოუხდება კიდეც დიზაინის მიმართულებით თუ წავა.