ბაია ურიდია ქართველი ხელოვანია, რომლის ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ადგილი მხატვრობას უჭირავს. მისი ცხოვრების სხვადასხვა რთულმა ეტაპმა დიდი გავლენა იქონია მასში ხელოვანის დაბადებაზე და დღეს, ბევრი ისეთი ამბავი აქვს, რომლითაც შეგვიძლია, ჩვენც განსაკუთრებულად ვიამაყოთ.
ბაია ურიდია: სამი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. ასაკიდან გამომდინარე, მიღებული ტკივილის, დიდი ტრავმისა და დანაკლისის გააზრება გამიჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს, მძაფრი ემოციები ჩემში აკუმულირდა და მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია. ეს ტრაგედია გახდა იმპულსი, ჩემში არსებული შემოქმედებითი უნარი ფსკერიდან ზედაპირზე ამოეტანა და ხატვა დავიწყე. ვხატავდი დედას და მამას. ეს ის მამა არ იყო, ვინც გარდამეცვალა, მაგრამ იყო მამა და იყო დედა, იყო ოჯახის იდილია და მე ყოველდღე იმ ოჯახის იდილიას ვხატავდი, რომელიც ქვეცნობიერად მინდოდა, მყოლოდა. მე დედაჩემის მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი და ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი მათ უჭირავთ.
– თავიდან რით მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება შენმა ნახატებმა?
– მთელი ჩემი ყურადღება აქეთ იყო – ძალიან ბევრს ვხატავდი. მაინტერესებდა სახატავი მასალები, ფერების განლაგება, გამძაფრებული მქონდა ესთეტიკის შეგრძნება… მოკლედ, მთელი ჩემი სამყარო ხატვას უკავშირდებოდა. ბაბუა იყო ის ადამიანი, რომელსაც სწამდა, რომ განსაკუთრებული ნიჭი მქონდა და ისიც და ბებიაც ძალიან მახალისებდნენ.
სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ გადავწყვიტე, ფილოსოფია მესწავლა, რადგან ძალიან დავინტერესდი სხვადასხვა მოძღვრებითა და იდეებით. აქედან გამომდინარე, ორი წელი მხატვრობაში ძალიან პასიური ვიყავი, მაგრამ მეორე კურსიდან ისევ დავუბრუნდი. მაშინ რთული პერიოდი მქონდა მენტალურ-ემოციური თვალსაზრისით. ძალიან დიდი მელომანი ვარ, მუდმივად მუსიკას ვუსმენ და ეს ძალიან მეხმარება, მაგრამ ცხოვრების იმ ეტაპზე მუსიკა არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემი დარდების დასაძლევად. პირველ ეტაპზე მამაჩემის გარდაცვალება გახდა ჩემთვის ხატვის დაწყების ბიძგი, ამჯერად არსებულ გარემოში საკუთარი თავის გამოხატვას ვერ ვახერხებდი და ეგზისტენციალურ კრიზისამდე მივედი. ამ მდგომარეობაში ხატვის დაწყება ჩემთვის თერაპია აღმოჩნდა, რომელიც თვითადარჩენის ინსტინქტმა მიკარნახა. შემდეგ კი გონებაში გაჩნდა რაციონალური აზრი, რომ ამ სამყაროში ჩემი მთავარი გამოხატვის საშუალება მხატვრობაა.
– თქვენს ნახატებს ძალიან კარგი შეფასებები აქვს…
– როდესაც წყლის ესთეტიკის ხატვა მარინისტულ ჟანრში დავიწყე, ჩემ მიმართ ინტერესი გაიზარდა. ყველაზე საინტერესო და უცნაური ისაა, რომ არასდროს მიცდია ჩემი ნახატების პოპულარიზაცია, არც გამომდის ასეთი რამეები. იმ ადამიანებმა, ვისაც ჩემი ნამუშევრები ნანახი ჰქონდათ, „მაიძულეს“, სოციალურ ქსელში გვერდი შემექმნა და ჩემი ნახატები ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა. როდესაც ხელოვანებმა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებმა კარგი შეფასებები მომცეს, ამან ჩემს მოტივაციასა და თავდაჯერებულობაზე, რომელიც სამწუხაროდ, მაკლია, დადებითად იმოქმედა. მერე სოციალურ ქსელებს მიღმა, სრულიად უცხო ადამიანებიც რომ მეუბნებოდნენ, ძალიან საინტერესო ნახატები გაქვსო, მიკვირდა, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იცოდნენ ჩემს ნახატებზე და მიკვირდა, რომ სურვილი უჩნდებოდათ, ეს ემოცია ჩემთვის გაეზიარებინათ.
– ამ ამბის ძალიან სასიამოვნო გაგრძელება მუსიკალურ ჯგუფ Gojira-ს უკავშირდება…
– ბავშვობიდან ვუსმენ „მეტალს“, თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს მუსიკა იმდენად კომპლექსური და მიმზიდველია, ჩემი პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენს. Gojira ერთ-ერთი უძლიერესი ბენდია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს მორალურ, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე. მათგან იმხელა სიამოვნებას ვიღებდი, მინდოდა, მათდამი ჩემი მადლიერება და პატივისცემა გამომეხატა და პირველად მათი ახალი ალბომი განვასხეულე. ამით, თითქოს, მათ ხელოვნებაში ჩემი ხელოვნებით შევაღწიე და ულამაზესი ერთობა მივიღე. „გოჯირა“ მსოფლიო მასშტაბით ძალიან პოპულარულია და უამრავი მსმენელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჩემს
– ეს უკვე ხდება ამერიკაში, სადაც ცოტა ხნის წინ გადახვედით საცხოვრებლად. უცნაურად მეჩვენება, მაგრამ საჰაერო ჯარებში ჩაირიცხეთ. სამხედრო მიმართულებამ და მებრძოლი ქალების თემატიკამ რეალობაში გადმოინაცვლა. ხელოვანი და მებრძოლი ქალი, სამხედრო ინტერესებით, როგორ ცხოვრობს ერთ ადამიანში?
– ამასობაში მხატვრობაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – თქვენით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელოვნებო პროექტი Art Battle დაინტერესდა და 12 მხატვარს შორის მიგიწვიეს, სადაც დიდი აღიარება მოიპოვეთ.
– ამერიკამ ჩემში გამბედაობა გააღვიძა. მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეცადა და ასეც მოვიქეცი – ამ პროექტზე ჩემი აპლიკაცია გავგზავნე. მონაცემები კი გავგზავნე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ იქიდან დამიკავშირდებოდნენ. ამიტომ, როდესაც ეს მოხდა, შოკში ჩავვარდი (იცინის). მწერდნენ, დაინტერესებულები ვართ თქვენი ნამუშევრებითო. კონკურენცია ძალიან დიდი იყო და ამდენ ხელოვანს შორის რომ
საინტერესოა ისიც, რომ ხატვის პროცესშივე მიდიოდა ონლაინ აუქციონი და მითხრეს, ძალიან დიდი კონკურენციაა შენს ნახატზეო. ესეც დიდი შოკი იყო ჩემთვის. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ყველაზე დიდ კონკურენციას ჩემი ნახატი გამოიწვევდა. პროექტის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემთან მოირბინა ადამიანმა, რომელსაც ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე ჰქონდა და მეუბნება, როგორც იქნა, თქვენი ნახატის შეძენა შევძელი აუქციონზეო. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი გამოცდილება იყო.