“4 წლის წინ ჩვენი 10 წლის ნანატრი სიყვარული დაიბადა”

ლევან წვერავა და მისი მეუღლე ნინი კენჭიაშვილი 14 წელია ცოლ-ქმარი არიან. ისინი პროექტ “დუეტი ლეონის” წევრები არიან.

მათი შვილი ნოე, 10-წლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა, რომელიც 4 წლის გახდა.

მშობლები პატარა ნოეს ემოციურად ულოცავენ იუბილეს.

4 წლის წინ, ჩვენი 10 წლის ნანატრი სიყვარული დაიბადა და სრულიად ამოყირავდა, ჩვენი ცხოვრება. გაჩნდა ბიჭი #ნოე, რომელსაც უძირო თვალები და გული აქვს. მინდა ყველამ, ასე იხაროთ თქვენი შვილებითდღეს, სიხარულის და ბედნიერების, #ნოე ბიჭის დღესასწაულია ჩვენო, უკიდეგანო სიყვარულო გილოცავ გვახარებ გვაბედნიერებ გვიყვარხარ-, -წერს “დუეტი ლეონი”.