ყველასთვის ცნობილი და წარმატებული ბიზნესლედის – ნატალია კვანტალიანის სახელი სიკეთესთან, ქველმოქმედებასთან და სიცოცხლის სამსახურში ყოფნასთან ასოცირდება. მისი პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რთული იყო, მაგრამ თავდაუზოგავმა და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. დღეს მისი მთავარი მიღწევა ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრია, რაც სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებს აერთიანებს.
ქალბატონი ნატალია დიდი იმედი და ძლიერი დასაყრდენია როგორც ოჯახის და გარშემო მყოფებისთვის, ისე სრულიად უცხო ადამიანებისთვის, ვისთვისაც უანგაროდ არაერთხელ გაუწვდია დახმარების ხელი. ლიდერის თვისებები და წარმატებისკენ სწრაფვა ოჯახის სხვა წევრებსაც გამოარჩევთ, მათ შორის ქალბატონი ნატალიას მოსახელე შვილიშვილს, რომელმაც წარმატებით დაამთავრა სკოლა ესპანეთში და მადრიდის უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა. პარალელურად, ჩართულია სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაში, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი. ფლობს რამდენიმე ენას და საკუთარი კარიერა საბოლოოდ ისევ საქართველოში წარმოუდგენია. ნატალი ჩხიტუნიძე ნატალია კვანტალიანის ერთადერთი ქალიშვილის შვილია და მას ოთხი დედმამისშვილი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ მათ დიდ ოჯახში ბედნიერი დღესასწაული იზეიმეს, ქალბატონი ნატალიას შვილიშვილის, ბებიის მოსახელე ნატალია ჩხიტუნიძის გაბედნიერება. უმცროსმა ნატალიამ ბედი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მორაგბეს დემე თაფლაძეს დაუკავშირა და მათი გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, „მარანი ჰოლში“ გაიმართა. თუმცა ამ ამბის წინაპირობა იყო ლამაზი და საინტერესო სიყვარულის ისტორია, რის შესახებაც ახალდაოჯახებული წყვილი თავად მოგვიყვა.
დემე თაფლაძე: ერთმანეთი გასული წლის 10 აპრილს გავიცანით, როდესაც მე ერთ–ერთი შეკრებიდან დავბრუნდი, მაშინ ნატალი ესპანეთში სწავლობდა და ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ისიც საქართველოში იმყოფებოდა. ბარში შემთხვევით შევხვდით და ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო.
ნატალი ჩხიტუნიძე: ახალი ჩამოსულები ვიყავით და მეგობრების თხოვნით, I’m ბარში წავედით, სადაც ერთმანეთი გავიცანით.
– დაქორწინების იდეა როდის გაჩნდა?
– ორივე სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და ეს ჩვენთვის მარტივი არ იყო, ამიტომ რამდენიმე თვეში გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით.
– სად და როგორ სთხოვეთ ხელი?
– გრანდიოზული ქორწილი გქონდათ, ბევრი სტუმრით, რომელთა შორის იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეებიც, ვინ დაგეგმა საქორწილო ღონისძიება?
– 600 სტუმარი გვყავდა, კომპანია „ვანილას“ და დედაჩემის კოლაბორაციით ძალიან კარგი ქორწილი გამოვიდა. გვყავდა ლელა წურწუმია, დავით გომართელი, ბენდი „ნონ სტოპი“ და ქორწილი დიჯეიმ დახურა. დედიკომ და დიზაინერმა ვანილამ ქორწილი ჩვენთან თითოეული დეტალის შეთანხმებით დაგეგმეს და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.
– კაბა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჩემი და დიზაინერ მაკა კვიციანის ერთობლივი დიზაინით იყო შექმნილი.
– სურპრიზებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს?
– სურპრიზები ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ, ყოველდღიურად გავახაროთ ერთმანეთი.
– თქვენი კარიერა როგორ განვითარდა?
დემე: 16 წელია, რაც მორაგბე ვარ, ვარ საქართველოს ნაკრების წევრი, ასევე, ვთამაშობ ქართულ კლუბ „შავ ლომში“, პარალელურად, ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი.
ნატალი: ამ ეპატზე მთავარი პრიორიტეტია, სწავლა წარმატებით დავამთავრო და საქართველოში დავიწყო აქტიური საქმიანობა, ჩავერთო საოჯახო ბიზნესში. იცით, რომ ბებია ძალიან წამატებულია თავის საქმეში და მაქსიმალურად ვეცდები, მის გვერდით ვიყო და ჩემი წვლილი შევიტანო საერთო საქმეში. ასევე, ვაპირებთ, დამოუკიდებლად წამოვიწყოთ ჩვენი საქმიანობა. გვაქვს გარკვეული მონახაზები, რაზეც ვმუშაობთ და როცა კონკრეტულ ეტაპზე მივალთ, დეტალებს მერე გავამხელთ.
– რა როლი გაქვთ ერთმანეთის წარმატებაში?
– ორივე ჩვენს სფეროში საკმაოდ წარმატებული ვართ და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ვფიქრობთ, რომ ძლიერ ოჯახს სწორედ ორი ძლიერი და დამოუკიდებელი ინდივიდი ქმნის.