ლენუკა ყიფშიძე ია ფარულავასთან საუბარში იხსენებს თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს:
„ის ადამიანი იყო ჩემზე 10 წლით დიდი. სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა და ვიტყოდი, რომ ის იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული. დაოჯახებას ვაპირებდით. აქ მოხდა ჩემთვის მიუღებელი რამ – თურმე მშობლები არ მიმიღებენ იმიტომ, რომ განათხოვარი და შვილიანი ვარ. თუ მამაკაცს რეალურად უყვარხარ, შენი შვილიც პროცენტულად მისთვის რაღაცას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ასე მოხდა… ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ აქედან გამოსვლაში…“