„გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ დიდი ხანია „ნაციონალები“ კიდევ წამოყელყელავდნენ“, – ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, მიდის თუ არა 30 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, ქეთი დოლიძემ აღნიშნა, რომ აქციაზე მიდის, რათა „ეს უბედურება რომ დამთავრდეს“.
„რა თქმა უნდა, მივდივარ, აბა რას ვშვრები, ეს უბედურება რომ დამთავრდეს, ბოლოს და ბოლოს და „ნაციონალებმა“ რომ დაინახონ რამდენი ვართ, რომ ამდენი ყელყელაობის მერე აი, არ „გულაობდნენ“ ასე ჩვენს თავებზე, მეტი არაფერი.
ცნობისათვის, 30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ გაიმართება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა აქციის შესახებ ვიდეორგოლი, რომელშიც მსახიობებისა და მომღერლების ნაწილი განმარტავს, რა არის შეკრების მიზანი და რატომ მიდიან აქციაზე.