მოცეკვავე წყვილი, ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი გადაცემა “რედაქციას“ ესტუმრნენ, სადაც მათ ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.
პირველი კითხვა, რაც ოთომ დაუსვა ჯულიანას, იყო: „რამდენი ტატუ მაქვს?“
ჯულიანამ ამ კითხვას სწორი პასუხი გასცა და დასძინა:
“ჩემთვის სიურპრიზი იყო, როდესაც გავიგე, რომ ერთ-ერთ ტატუში მეც ვარ“, – თქვა ჯულიანამ.
ოთომ გაიხსენა, რომ პირველი ტატუ გაიკეთა მაშინ, როცა “ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოიგო და გადაწყვიტა, რომ ცეკვის ტატუ დაეხატა.