“მუცელზე იარაღი მიადეს… გიღირს შენი შვილის სიცოცხლე ამადო?!” – აშშ-ში ორმა ქართველმა კაცმა ორსული ქართველი გოგო დააყაჩაღა

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ქართველი ემიგრანტი წერს და ამერიკაში მყოფ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი ინფორმაციით, ქართველმა ამამაკაცებმა ორსული ქართველი გოგო დააყაჩაღეს.

ყურადღება!

მოერიდეთ ATM-ის გამოყენებას დილის და ღამის საათებში 

გამარჯობა, ქართველებო! 

გუშინ კიდევ ერთი სამარცხვინო ამბავი მოხდა. 

დილით 8-ის წუთებზე, Kings hwy-ზე, Q ტრეინთან მდებარე ამერიკის ბანკთან, ორმა ქართველმა მამაკაცმა დააყაჩაღა ახალგაზრდა ორსული გოგო (ასევე ქართველი). მუცელზე და ზურგზე იარაღების დადებით დააშინეს, მათი სიტყვების ციტირება: “ გიღირს შენი შვილის სიცოცხლე ამად? ჯობია, წყნარად გამოგვყვე.” და შეიყვანეს ATM-ის აპარატთან ბარათიდან ქეშის მოსახსნელად. მოახსნევინეს მაქსიმალური თანხა და სხვადასხვა გზით წავიდნენ. 

პოლიციის რეფორთი დაწერილია. ბანკის კამერებიც ამოღებულია, ჩანს იარაღებიც. მაგრამ სახეები დაფარული ჰქონდათ შავი ბენდენებით და თავისთავად ამოცნობა არც ისე მარტივია. თუმცა ფიზიკური აღწერილობით ორივე იყო მაღალი, ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან გამხდარი, მოყავისფრო-თაფლისფერი თვალებით, მეორე დაახლოებით 50 წლამდე ღიპით და მომწვანო ფერის თვალებით. როგორც ჩემი მეგობარი აღწერს, იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში ( სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ). 

ჩემი მეგობარი და ბავშვი უკეთ არის, თუმცა მიიღო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და ემოციური ტრავმა.  

ბოლო პერიოდში ყველამ ვიცით, რომ ძალიან გახშირდა მსგავსი შემთხვევები ქართველებში. თუმცა ორსულ გოგოს თუ დღისით და მზისით იარაღს დაადებდნენ მუცელზე, ვერ წარმოვიდგენდით. ამ ფაქტიდან ნათლად ჩანს, რომ არავინ არ ვართ უსაფრთხოდ. მოერიდეთ ბანკომატების გამოყენებას ადრე, დილის საათებში და ასევე, გვიან ღამითაც“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.