როგორც ცნობლია, მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სტამბოლში, კლინიკა BAU Medical Park Goztepe-ში გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო. ოპერაცია 25 აპრილს ჩატარდა და 12-საათი გაგრძელდა. მუსიკოსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებენ გიორგი მახარაშვილისა და დათო ევგენიძის ოჯახის წევრები.
რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი დღის წინ მუსიკოსის შვილი ლიკა ევგენიძე წერდა. ამჯერად მოკლე ვიდეო გიორგი მახარაშვილმა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ორივე უკეთ არის.
გიორგი მახარაშვილი:
“ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ. დღეს ცოტა უკეთე ვართ მეც და დათოც. ჭამაც დავიწყეთ და დერეფანშიც ვსერინობთ. იმდენმა ადამიანმა გვისურვა კარგი სურვილები, რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით, გეხვევით…”