“შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყოო…” – ეკა ანდრონიკაშვილის ემოციური მოგონება ნიკო გომელაურზე

მსახიობ ეკა ანდრიკოშვილს დიდი მეგობრობა აკავშირებდა პოეტთან და მსახიობთან, ნიკო გომელაურთან. ისინი სკოლის ასაკიდან იცნობდნენ ერთმანეთს.

მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი: ,,კი” და 1-2 თვე ზოოპარკში ვიარეთ. განვიხილავდით სხვადასხვა მოვლენებს. ნიკო ძალიან ინტელიგენტური იყო, რაც მე მომწონდა. სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც.

შემდეგ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მე დავიწყე გიორგი ნაკაშიძესთან ერთად სიარული, ხოლო ეკა ნიჟარაძემ – ნიკო გომელაურთან. ყველანი ვმეგობრობდით. გიორგიმ ყველაფერი იცოდა. მე და ნიკოს შორის კოცნაც არ ყოფილა.

მე მაქვს ვიდეო, როდესაც ჩემი შვილი, ლუკა დაიბადა, ჩემი მეუღლე [მსახიობი გიორგი ნაკაშიძე] დადიოდა და ახლობლებს კამერის წინაშე 20 წლის ლუკასთვის რაიმე სურვილის თქმას სთხოვდა. ნიკოს სტყვები იწყება ასე: ,,შენ როდესაც ამ სიტყვებს უსმენ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო” და შემდეგ არიგებს ჭკუას, – მოყვა ეკა ანდრონიკაშვილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი”.