ნანა ცინცაძე ჟურნალ „სარკესთან“ წარუმატებელ ქორწინებასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს:
„სერიოზული დეპრესია მაშინ მქონდა, როცა შვილი შემეძინა. ჩემი მდგომარეობა რომ გავაცნობიერე, ლოგინად ჩავვარდი. კინაღამ ფსიქიკა შემერყა. 8 თვის განმავლობაში ასე ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს ვძლიე. დეპრესია მეორედ მაშინ დამემართა, როდესაც ქმარს გავშორდი, მაგრამ დიდი ბრძოლის შედეგად ესეც დავამარცხე.
მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი მამაკაცი აღარ ყოფილა?
ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ შვილის გაჩენა აღარ შემეძლო. თითქმის ყველა ჩემი თაყვანისმცემელი უცოლო იყო. ზოგისთვის ჩემი მდგომარეობა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვიცოდი, დადგებოდა დრო, როცა მარტო ჩემი შვილი არ მოუნდებოდა. ეს ნაბიჯი ამიტომაც არ გადავდგი…“