მსახიობ ია ფარულავას ქმარი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სასულიერო პირმა, სებასტიანე ნეფარიძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა.
“სასულიერო პირმა, მამა სებასტიანე ნეფარიძემ, რომელსაც არც კი ვიცნობ საჯაროდ მიწოდა ფარჩაკი და მითხრა, რომ ძაღლის ბეწვადაც არ ვღირვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ დავპოსტე სიტყვები “ქრისტე მოვიდა ადამიანებისთვის და არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის” და რადგანაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვითხრა, რომ უნდა ვაპატიოთ და დავლოცოთ ჩვენი შეურაწმყოფელნი. მე ვპატიობ მამა სებასტიანეს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პატიება მას ჩემთვის არ უთხოვია და ვლოცავ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო შეურაწმყოფელო მამა სებასტიანე.
P.S. როდესაც პროტოპრესვიტერს მამა გიორგი ზვიადაძეს მივმართეთ, რომ გარკვეულობა შეეტანა და აეხსნა ჩვენთვის მამა სებასტიანეს ეს სიტყვები, მან გვითხრა, რომ მამა სებასტიანე ფსიქიურად ავად არისო.
შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ადამიანთაშორისო სიყვარულით ვპატიობ მას და ვლოცავ.
თქვენც აპატიეთ მეგობრებო ყველა თქვენს შეურაწმყოფელს და დალოცეთ ისინი, რათა ერთად აღვასრულოდ სჯული იგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ”, – წერს ტარიელ სუარი.