22 მაისს ნუცა ბუზალაძე ამერიკული მუსიკალური კონკურსის American idol-ის ფინალურ შოუზე კონკურსის საუკეთესო 12 მომღერალთან გამოვიდა.
მათ ჟიურის წევრ ლაიონელ რიჩისთან ერთად იმღერეს. ასევე მაყურებლის წინაშე წარდგნენ დუეტებით ცნობილ მომღერლებთან ერთად. ნუცა ბუზალაძემ კაილი მინოუგისთან ერთად იმღერა და ეს შოუს ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი ნომერი აღმოჩნდა.
ნუცა ბუზალაძე ამერიკაში რჩება და როგორც ჩანს, დიდი გეგმები აქვს.
მან კარდაშიანების დედასთან ცნობილ პროდიუსერ კრის ჯენერთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:
“მე და კრის ჯენერი “ლეიკერსის” თამაშის დღეს. შეიძლება ჩემი Momager-იც იყოს?