“ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჩემპიონებს თასი “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ “სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცა.
ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება საცოლესთან, ნიცა თავაძესა და დედასთან, მაკა ლუკავასთან ერთად აღნიშნა.
“ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ, მადლობა ყველას ყველაფრისთვის”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია და ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.