“ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ“ – ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება დედასთან და საცოლესთან ერთად აღნიშნა

343

“ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჩემპიონებს თასი “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ “სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მიღება საცოლესთან, ნიცა თავაძესა და დედასთან, მაკა ლუკავასთან ერთად აღნიშნა.

“ის, რასაც ვერასდროს დავივიწყებ, მადლობა ყველას ყველაფრისთვის”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია და ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.