ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“სააკაშვილის ღამის ნოტარიუსები რომ ძალიან გვაშფოთებდა მახსოვს, და ივანიშვილის ღამის ნოტარიუსები რატომ არ გვაშფოთებს? აი, ამ წუთას ეს ნოტარიუსები, ანუ დეპუტატები სხედან კომიტეტის სხდომაზე და მოსწრებაზე არიან რომ მიიღონ საკომუნიკაციო სფეროში ბიზნესების წართმევის კანონი. ხვალამდე უნდათ მოასწრონ. მერე რა რომ ღამის თორმეტი საათი ხდება და დღეს მთელი დღე დარღვევები ჩაიდინეს ამ კანონის გასატანად? ბატონ ბიძინს და კახა ბექაურს ასე უნდათ რაც მთავარია.”-წერს ჯანგირაშვილი