მსახიობი, მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს უზიარებს და ამბობს, რომ ვალის აღება არ უყვარს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება:
„არავითარ შემთხვევაში არ ვისესხებ ფულს გართობისთვის, დასასვენებლად, რესტორანში წასასვლელად. უნამუსობად მიმაჩნია, აიღო სესხი, წახვიდე რესტორანში, მოილხინო, თან სხვებიც დაპატიჟო ნასესხები ფულით. ყოველთვის ისე ვცხოვრობ, რისი საშუალებაც მაქვს…“,- ამბობს „სარკესთან“.