„უნამუსობად მიმაჩნია, აიღო სესხი, წახვიდე რესტორანში, მოილხინო…“

386

მსახიობი, მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ფულის ხარჯვასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს უზიარებს და ამბობს, რომ ვალის აღება არ უყვარს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება:

„არავითარ შემთხვევაში არ ვისესხებ ფულს გართობისთვის, დასასვენებლად, რესტორანში წასასვლელად. უნამუსობად მიმაჩნია, აიღო სესხი, წახვიდე რესტორანში, მოილხინო, თან სხვებიც დაპატიჟო ნასესხები ფულით. ყოველთვის ისე ვცხოვრობ, რისი საშუალებაც მაქვს…“,- ამბობს „სარკესთან“.