„სასტუმროდან გამომაბუნძულეს, ვერ ვინელებ…“ – რა გადახდა გურამ შეროზიას იაპონიაში

261

ბლოგერი და „პრაიმჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ კიდევ ერთი ოცნება აისრულა.

„მე და იაპონია, კიდევ ერთი ოცნების ასრულება, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები – რატომ იყო ოცნება?
ბევრი რამე სულ სხვანაირი, რადიკალურად სხვანაირი წარმომედგინა:
1. ფასები – რესტორნები ჩვენზე იაფია, 10 ცალ სუშის 15 ლარად დაითრევ, ყავა 1 ან ჰა 1.5 დოოლარიაა
2. 23-ზე საუკუნე მეგონა, ცოტაც და ცაში იფრენენთქო

და ამის ფონზე რესტორნების მესამედს ბარათით გადახდა არ აქვს, ვაიფაი არაა, მეტრო ჩვენნაირია, რეავიცი მე  ავტობუსი? დაილოცოს ჩვენი მეტრობასი თუ ომნიბუსი 
3. უმდიდრესები – ვერც ვიფიქრებდი აქაც თუ ამეკიდებოდნენ მოწყალების მთხოვნელები და გადავაწყდებოდი უსახლკაროებს
4. გოგოების სილამაზე – ბევრად უფრო ლამაზები არიან, ვიდრე მეგონნენ  
5. არავინ არ იცის ინგლისური, რატომ მეგონა, რომ ჰონგ კონგი, ან სინგაპურივით სამ ენაზე საუბრობდნენ?  
6. წესები – ტატუ რომ გარყვნილების პიკი ჰგონიათ და სასტუმროდან გამომაბუნძულეს – ვერ ვინელებ  
7. წესრიგი – აბა გაბედე და საზ. ტრანსპორტში ტელეფონზე დაილაპარაკე? ყველა ერთად გკრავს მუჯლიგუნს და გაგათიშინებენ
8. კარაოკე – ყველა ფეხის ნაბიჯზეა, ძაან პოპულარულია  
9. მარტო ჭამა – რესტორნების უმრავლესობაში 1 კაციანი ადგილებია, ჭამე, ადექი, წადი – დროის ფასი იციან.
10. დილის 7-ის ნახ. გადაჭედილია მეტრო, ყოჩაღ, შრომობს ხალხი!
11. მანჰეტენია ყველა უბანში, გაჩახჩახებული და ფერადი  
12. საკურა, თემფლები, პარკები და სიმწვანე რომ უყვართ, ბევრი კარგი რამეა
მოკლედ, თან მომწონს და თან მაოცებს“, – წერს შეროზია.