ვალერი მელაძე ცოლს შორდება

ვა­ლე­რი მე­ლა­ძე 9 წლი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას შორ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრო­დი­უ­სერ­მა ლე­ო­ნიდ დი­უ­ნიკ­მა რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ღე­რალს დიდი ხა­ნია სურ­და ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ჯა­ნა­ბა­ე­ვა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, რად­გან „ვი­აგ­რას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი ფიქ­რობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის ფი­ნან­სუ­რად მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა.

დი­უ­ნი­კი ამ­ბობს, რომ ჯა­ნა­ბა­ე­ვა მთლი­ა­ნად მე­ლა­ძე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძის მე­უღ­ლის, ვერა ბრეჟნე­ვას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სოლო კა­რი­ე­რა არ აქვს. ამი­ტომ მას არც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­აჩ­ნია.