ვალერი მელაძე 9 წლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ მეუღლეს ალბინა ჯანაბაევას შორდება. ამის შესახებ პროდიუსერმა ლეონიდ დიუნიკმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მომღერალს დიდი ხანია სურდა ოჯახის დატოვება, მაგრამ ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი ფიქრობდა, რომ განქორწინება მისთვის ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნება.
დიუნიკი ამბობს, რომ ჯანაბაევა მთლიანად მელაძეზეა დამოკიდებული. კონსტანტინე მელაძის მეუღლის, ვერა ბრეჟნევასგან განსხვავებით, მას სოლო კარიერა არ აქვს. ამიტომ მას არც დამოუკიდებელი შემოსავალი გააჩნია.