ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძრვანელმა გიორგი კეკელიძემ ოფიციალური facebook-გვერდი დაიბრუნა. როგორც ის „პუბლიკასთან” აცხადებს, facebook-ანგარიშის გატეხვასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ასევე, facebook-ის ადმინისტრაციასთან მიდის მოლაპარაკებები წაშლილი პოსტების აღსადგენად.
„გუშინწინ, ღამით, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს გვერდზე წვდომის უფლება აღარ გვქონდა. მისი მფლობელი გახდა, არც მეტი, არც ნაკლები – ოლგა ჰამერ დურაკოვა – რუსული შრიფტით და ფოტოზე ცინიკური ღიმილით. არ იყო ადვილი ეს საქმე – უპირველეს ყოვლისა, თქვენ გამო არ იყო. მით უფრო, რომ ოლგამ და მერე, მისმა ადგილმონაცვლემ წაშალა თითქმის ყველაფერი და შეცვალა გვერდის სახელი”, – წერს კეკელიძე facebook-პოსტში.