„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცით, რომ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა არა აფეთქებით, არამედ საფლავის ქვაზე თავის დარტყმით ❗
ხელში ეჭირა რაღაც “ხლაპუშკის” მსგავსი, რომელიც აუფეთქდა , რამაც თითებზე ბალიშები წააძრო , ფეხი აუსხლტა, გადავარდა , თავი დაარტყა და ამით მოკვდა❗ხელყუმბარის ფალიაზე მეორე “დნმ”- ის კვალია ამოღებული, რომლის პატრონი “ვერ დაადგინეს” ❗
ყურადღების მიპყრობის მიზნით მოხსნა “კალცო” და მაღალი ხმით გამოწვეული შიშისგან წაიქცა, დაარტყა თავი და მოკვდა❗
ამ ყველაფრის მიუხედავად, გია სოსანაშვილს ცრუ მოწმის ჩვენების საფუძველზე დააბრალეს ვაზაგაშვილის აფეთქება მხოლოდ იმიტომ, რომ ვისზეც სასურველი ჩვენების მიღება უნდოდათ, ვერ მიიღეს , რადგან სხვებისგან განსხვავებით უარი თქვა გიამ ძალიან დიდ ფულსა და ყველა სიკეთეზე, რომელსაც ჩხრეკისას მხოლოდ რამდენიმეჯერ გადაკეცილი საქართველოს დროშა 🇬🇪და ხურდა ფული ამოუღეს ჯიბიდან ❗
პირადად იმ დროინდელმა შს მინისტრმა ღარიბაშვილმა ჩაუდო სხვისი დეენემი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც გიას უწესიერესი და უვაჟკაცესი მამის სიცოცხლე შეეწირა , ხოლო ნაძირლების, ბიუჯეტის მღრღნელებისა და მკვლელების მფარველმა მათხოვრების ოცნებამ ,გიას დედას სოციალური მოუხსნა❗
არა იმიტომ, რომ გია ჩემი მეგობარია, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ გია , რომელიც უწესიერესი კაცი, ომის მონაწილე და მოქმედი პოლიციელი იყო, არასოდეს იკადრებდა იმას, რომ ტყუილად დაედო ხელი ისეთი ადამიანისათვის , რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო❗
ამის გამო 20 წელი და ამხელა რაღაცის დაბრალება, რუსი ივანაშვილისთვისაც კი ზღვარგადასული ნაძირლობაა, თან მაშინ, როცა აფეთქებას აბრალებ და გვამი აფეთქებული კი არა, მხოლოდ თითებზე ბალიშებ წაცლილია , თქვე გარეწრებო ❓❗
სრულიად უდანაშაულო გია 20 წლით დაატუსაღეს , მაგრამ ვერ გატეხეს და ივანიშვილ_ ღარიბაშვილების რუსულმა საოცნებო კვალმა უკრაინამდე ვერ გაიყვანა, მთავარსარდალზე ცრუ ჩვენება ვერ გამოსძალა , ეს არ იკმარა და სუსის ადვოკატი შეუგდო, რომელმაც საქმე თავიდან-ბოლომდე დააზიანა❗“ – წერს მეგი გოცირიძე.