“ვაზაგაშვილი გარდაიცვალა არა აფეთქებით, არამედ საფლავის ქვაზე თავის დარტყმით “ – რას წერს მეგი გოცირიძე?

629

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მათთვის, ვინც  ჯერ კიდევ არ იცით, რომ   ვაზაგაშვილი გარდაიცვალა არა აფეთქებით, არამედ საფლავის ქვაზე თავის დარტყმით  ❗

ხელში ეჭირა რაღაც “ხლაპუშკის” მსგავსი, რომელიც აუფეთქდა , რამაც თითებზე ბალიშები წააძრო , ფეხი აუსხლტა, გადავარდა , თავი დაარტყა და ამით მოკვდა❗ხელყუმბარის ფალიაზე მეორე “დნმ”- ის კვალია ამოღებული, რომლის პატრონი “ვერ დაადგინეს” ❗

ყურადღების მიპყრობის მიზნით მოხსნა “კალცო” და მაღალი ხმით გამოწვეული შიშისგან წაიქცა, დაარტყა თავი და მოკვდა❗

ამ ყველაფრის მიუხედავად, გია სოსანაშვილს ცრუ  მოწმის ჩვენების საფუძველზე დააბრალეს ვაზაგაშვილის აფეთქება მხოლოდ იმიტომ, რომ ვისზეც სასურველი ჩვენების მიღება უნდოდათ, ვერ მიიღეს , რადგან სხვებისგან განსხვავებით უარი თქვა გიამ ძალიან დიდ ფულსა და ყველა სიკეთეზე, რომელსაც ჩხრეკისას მხოლოდ რამდენიმეჯერ გადაკეცილი საქართველოს დროშა 🇬🇪და ხურდა ფული ამოუღეს ჯიბიდან ❗

პირადად  იმ დროინდელმა შს მინისტრმა ღარიბაშვილმა  ჩაუდო სხვისი დეენემი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც გიას  უწესიერესი და  უვაჟკაცესი  მამის სიცოცხლე შეეწირა , ხოლო ნაძირლების, ბიუჯეტის მღრღნელებისა და მკვლელების მფარველმა მათხოვრების ოცნებამ ,გიას დედას სოციალური მოუხსნა❗

არა იმიტომ, რომ გია ჩემი მეგობარია, უბრალოდ ზუსტად  ვიცი რომ გია , რომელიც უწესიერესი კაცი, ომის მონაწილე და მოქმედი პოლიციელი იყო, არასოდეს იკადრებდა იმას, რომ ტყუილად დაედო ხელი ისეთი ადამიანისათვის ,  რომელიც სრულიად უდანაშაულო იყო❗

ამის გამო 20 წელი და ამხელა რაღაცის დაბრალება, რუსი  ივანაშვილისთვისაც კი  ზღვარგადასული ნაძირლობაა, თან მაშინ, როცა აფეთქებას აბრალებ და გვამი აფეთქებული კი არა, მხოლოდ თითებზე ბალიშებ წაცლილია , თქვე გარეწრებო ❓❗

სრულიად უდანაშაულო გია 20 წლით დაატუსაღეს  , მაგრამ ვერ გატეხეს და ივანიშვილ_ ღარიბაშვილების რუსულმა  საოცნებო კვალმა უკრაინამდე ვერ გაიყვანა, მთავარსარდალზე ცრუ ჩვენება ვერ გამოსძალა , ეს არ იკმარა და სუსის ადვოკატი შეუგდო, რომელმაც საქმე თავიდან-ბოლომდე დააზიანა❗“ – წერს მეგი გოცირიძე.