“ექიმები ფიქრობდნენ, რომ ეტლით სიარული დამჭირდებოდა…“

მოცეკვავე მზია ორველაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი სეზონის შემდეგ ხერხემლის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა.

„როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა, მივიღე ხერხემლის სერიოზული ტრავმა და ამან გამოიწვია ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ისეთი სიტუაცია მქონდა, ცეკვაზე ფიქრი კი არა, შეიძლებოდა, გადაადგილებისთვის ეტლი დამჭირვებოდა…

ხანგრძლივი რეაბილიტაცია ორი თვის წინ დავასრულე. დღეს ექიმი მეუბნება, ისეთი მდგომარეობა გაქვს, თითქოს არასდროს გქონია პრობლემაო. უფალს მადლობა, რომ დღეს შემიძლია ცხოვრება გავაგრძელო და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე…“ – ამბობს ორველაშვილი.

ასევე იხილეთ