„იმედის დღის“ ჟურნალისტი და წამყვანი, თიკა წერეთელი აქვეყნებს ბებიის, ნაზიკო წერეთლის ფოტოს, მას დეკემბერში 100 წელი შეუსრულდება. ის ხშირად არის ხოლმე თბილისში, თუმცა ამჟამად იმერეთში გახლავთ.
თიკა წერეთელი წერს:
„ბებია ❤️ მალე 100 წლის გახდება, ახსოვს ყველაფერი, გაუჩერებლად შეუძლია ლაპარაკი, ყოველ სეზონზე ახალ კაბას და ფეხსაცმელს ყიდულობს, ამ დრომდე აცხობს ხაჭაპურს და საფირმო ორცხობილებს🧑🍳🍪 და რაც მთავარია, შვილიშვილის შვილიშვილს ელოდება…“