“ბებია… მალე 100 წლის გახდება, ყოველ სეზონზე ახალ კაბასა და ფეხსაცმელს ყიდულობს“

519

„იმედის დღის“ ჟურნალისტი და წამყვანი, თიკა წერეთელი აქვეყნებს ბებიის, ნაზიკო წერეთლის ფოტოს, მას დეკემბერში 100 წელი შეუსრულდება. ის ხშირად არის ხოლმე თბილისში, თუმცა ამჟამად იმერეთში გახლავთ.

თიკა წერეთელი წერს:

„ბებია ❤️ მალე 100 წლის გახდება, ახსოვს ყველაფერი, გაუჩერებლად შეუძლია ლაპარაკი, ყოველ სეზონზე ახალ კაბას და ფეხსაცმელს ყიდულობს, ამ დრომდე აცხობს ხაჭაპურს და საფირმო ორცხობილებს🧑‍🍳🍪 და რაც მთავარია, შვილიშვილის შვილიშვილს ელოდება…“