3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. ახლობლებმა მისი ცოცხლად პოვნის ყველანაირი იმედი დაკარგეს.
პატარა გიორგისთან ერთად მყოფი დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
24 აგვისტოს გიორგი ხორბალაძეს ხუთი წელი შეუსრულდა.
„მეხუთე დაბადების დღეს გილოცავ ჩემო გიო, ამასაც თუ მოლოცვა ჰქვია. ეს ყვავილები დედიკოს და ბებოს მიუტანე, გელოდებიან“, – წერს ოჯახის ახლობელი გივი ბერიანიძე სოციალურ ქსელში.