“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო გიო.. ეს ყვავილები დედიკოს და ბებოს მიუტანე, გელოდებიან“ – რას წერს რაჭის ტრაგედიის დროს დაკარგული გიორგი ხორბალაძის ახლობელი?

272

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. ახლობლებმა მისი ცოცხლად პოვნის ყველანაირი იმედი დაკარგეს.

პატარა გიორგისთან ერთად მყოფი დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

24 აგვისტოს გიორგი ხორბალაძეს ხუთი წელი შეუსრულდა.

„მეხუთე დაბადების დღეს გილოცავ ჩემო გიო, ამასაც თუ მოლოცვა ჰქვია. ეს ყვავილები დედიკოს და ბებოს მიუტანე, გელოდებიან“, – წერს ოჯახის ახლობელი გივი ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ყვავილი and ტექსტი გამოსახულება