“აზერბაიჯანელი დედა, ასურელი მამა, ცეკვისგან განსხვავებული რეალური პროფესია და..” – ჯულიანა ბარ-გნარის უცნობი ამბები და მისი გვარის ისტორია

359

ნახეთ ჯულიანა ბარ-გნარის ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდი :

ბარ-გნა­რე­ბის გვა­რის ის­ტო­რია

– ეროვ­ნე­ბით ასუ­რე­ლი ვარ. მამა, ვა­ლე­რი ბარ-გნა­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­და. დედა – ვერა ვარ­და­ე­ვა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. ფო­ტო­ზე ჩემი მშობ­ლე­ბი არი­ან. ბარ-გნა­რი პა­ტა­რა გვა­რია. მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ნა­თე­სა­ვოა. ბევ­რნი არ ვართ. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ.

– რას ნიშ­ნავს ბა­რ-გნა­რი?

– ბარ-გნა­რი არა­ფერს არ ნიშ­ნავს. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბა­ში თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და. სა­ი­და­ნაც გა­მო­იქ­ცა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომის დროს. თბი­ლის­ში და­სახ­ლდა და მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ.

– მშობ­ლებ­მა რო­გორ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი?

– დედა გან­ჯა­ში ცხოვ­რობ­და. მამა მე­გობ­რებ­თან ერ­თად იქ ხში­რად ჩა­დი­ო­და. გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. თა­ვი­დან ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლებს სწერ­დნენ. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლად ჟღერს. 18 წლის ასაკ­ში დედა მა­მას ცო­ლად გაჰ­ყვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩვენ რა­ღაც პე­რი­ო­დი რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. ბი­ძაშ­ვი­ლი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და ჩვენც წაგ­ვიყ­ვა­ნა. სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ოთხ წლამ­დე ვცხოვ­რობ­დით. ბე­ბია შე­უძ­ლოდ გახ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით.

რო­გორც ვიცი, ცეკ­ვის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სია გაქვს არ­ჩე­უ­ლი.

– ჰუ­მა­ნიტ­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ (იცი­ნის). ამას რომ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ აირ­ჩიე ეს პრო­ფე­სი­აო.

– მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ აირ­ჩიე, როცა ცეკ­ვა ასე ძა­ლი­ან გიყ­ვარს.

– ცეკ­ვა ჩემი სუ­ლის ნა­წი­ლია, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს ადა­მი­ანს. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს სხვა პრო­ფე­სი­აც.

– მა­ინ­ცდა­მა­ინც სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­ზე სწავ­ლა რა­ტომ მო­ინ­დო­მე?

– ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი ძმის რჩე­ვით მი­ვი­ღე. ისიც სტო­მა­ტო­ლო­გია. სა­ნამ პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, ბევ­რი ვი­ფიქ­რე. მინ­დო­და, ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა ეკო­ნო­მის­ტია და თან მთე­ლი დღე ან­გა­რი­ში ჩემი საქ­მე არაა. იუ­რის­ტმა კი მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს უნდა მი­უ­ძღვნას. სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, თა­ვი­დან არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი და ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბო­დი. მერე ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. შე­იძ­ლე­ბა სტო­მა­ტო­ლოგს არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს ცეკ­ვებ­თან, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე არაა.

წყარო: e-news.ge