“ეს ნიშანია იმისა რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჭირში ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ამ გზით“

140

მთისა ყველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ეს დიდთოვლობა აღარ არის სიყვარულებო, ეს სტიქიური უბედურებაა, რაც ეხლა გურიაში ხდება, თუნდაც ის რომ ამდენი მოხალისე, ჩვენი საყვარელი ჯარი და მაშველები ასე მხარხამხარ იბრძვიან ხალხის გადასარჩენად, ნიშანია იმისა რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჭირში ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ამ გზით… ერთადერთი რაც ეხლა დაგვრჩენია ვილოცოთ იმისთვის რომ შემწეობა ჰქონდეთ მათ უფლისგან! გთხოვთ დადექით უფლის წინაშე ლოცვით ჩვენი ქვეყნისთვის! ეს არ არის სახუმარო ამბავი, მე ყველაზე კარგად ვიცი რა ჯოჯოხეთია სტიქიასთან ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი ლოცვაა!… მშვიდობა და დარი გქონდეს ჩემო დაღლილო და საყვარელო სამშობლოვ!”